მარია ზახაროვა – მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის, იმდენად შორს წავალთ, რამდენადაც მზად არის თბილისი – ჩვენთვის შეზღუდვები არ არის

მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის, იმდენად შორს წავალთ, რამდენად მზად არის თბილისი. ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მ ბრიფინგზე განაცხადა.
ზახაროვას თქმით, 2024 წელს საქართველოს მხრიდან “უდავოდ პოზიტიური სიგნალები” გაჟღერდა, კონკრეტულად, ბოდიშის მოხდის საჭიროებაზე.
“ვიმედოვნებთ, რომ ისინი [სიგნალები] საქართველოს აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების კონკრეტულ ნაბიჯებში განხორციელდება”, – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა რუსეთის გამო არ მომხდარა, არამედ ამაში დამნაშავეა “პრეზიდენტი ს მაშინდელი რეჟიმი”.
“მზად ვართ მათი აღდგენისთვის, მზად ვართ იმდენად შორს წავიდეთ, რამდენად შორს წასვლისთვისაც მზად არის ქართული მხარე. შეზღუდვები ჩვენთვის აქ არ არის…
ამისთვის [თანამშრომლობისთვის] დიდი შესაძლებლობებია. და საქართველოსთვის რუსეთი საკვანძო ბაზრად რჩება ბევრი მიმართულებით, კერძოდ ღვინის პროდუქციის მხრივ, ხილეულის მხრივ. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოში ენერგეტიკისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია”, – განაცხადა ზახაროვამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას